logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: დღეს ადამიანები გამოდიოდნენ და ეტყობოდათ, რომ გაგებაში არ იყვნენ, რას ლაპარაკობდნენ - 7 მუხლი ნაწილობრივ შესრულებულიაო და ეტყობოდა, რომ არც იცის, ის 7 მუხლი რა არის
- +

22 ივნისი. 2023. 23:49

"კანდიდატის სტატუსი არაფერს წარმოადგენს. თურქეთს 30 წელია ეს სტატუსი აქვს და არაფერი, ნული"- ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

ევროპული პოლიტიკა აღარ არსებობს, როგორც ასეთი. ევროკავშირიც სამარცხვინო ორგანიზაციაა. არც კითხულობს არავინ არაფერს. 580-მა ადამიანმა ისე აუწია ხელი რეზოლუციას, რომ არც ერთს წაკითხული არ ჰქონდა და ეს გრძელდება. დღეს ადამიანები გამოდიოდნენ და ეტყობოდათ, რომ გაგებაში არ იყვნენ, რას ლაპარაკობდნენ - 7 მუხლი ნაწილობრივ შესრულებულიაო და ეტყობოდა, რომ არც იცის, ის 7 მუხლი რა არის. წარმოიდგინეთ, სადამდე დაეცა ევროპული პოლიტიკა, რომ ევროკავშირში საქართველოს წითლიძე წარმოადგენდა“, - განაცხადა ხაინდრავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner