logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: არავინ ბოლომდე არ იცის რა არის ეს კანდიდატის სტატუსი, ეს არის არაფერი
- +

22 ივნისი. 2023. 23:50

"ვფიქრობ მოულოდნელი აღარაფერი უნდა იყოს ჩვენთვის, შემდეგი ნაბიჯი ალბათ იმ ყავარჯნიანი კაცის გათავისუფლება იქნება," - ასე გამოეხმაურა კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხს.

მისი თქმით, მსოფლიო პოლიტიკა დიდ აბსურდშია და ყველაზე დიდი აბსურდი საქართველოსთვის არის კანდიდატის სტატუსი.

„არავინ ბოლომდე არ იცის რა არის ეს კანდიდატის სტატუსი. ეს არის არაფერი. კანდიდატის სტატუსი არის დიდი პოლიტიკური კომბალი, რომელიც ხელში უჭირავთ ფსევდოლიბერალურ და დემოკრატია ჩამოცლილ ძალებს, რომლებიც ცდილობენ აიძულონ ის კონკრეტული ქვეყნები, ამ შემთხვევაში საქართველო, გააკეთოს ის, რაც საქართველოს ინტერესებში არ შედის, არც ქართველ ხალხს უნდა და არც საქართველოს მთავრობას უნდა, მაგრამ ეს არის ე.წ. რეკომენდაცია. სასაცილოა, დღეს რასაც ვისმენდი. მე შემრცხვებოდა იმ კაცის ადგილას, ისეთ აბსურდს ლაპარაკობდა. მე ვარჰეის ადგილას შემრცხვებოდა ისეთ აბსურდს ლაპარაკობდა. 19 აპრილის ხელშეკრულების ხსენება, უკვე აბსურდიც აღარ არის. აღარ არსებობს ეს ხელშეკრულება“, - აღნიშნა გოგა ხაინდრავამ.

right_banner right_banner
არქივი
right_banner