„მაკდონალდსის“ თემა შემთხვევით კი არ არის შემოსული. რატომ ბავშვებში? ჩვენს თაობას ვერაფერს უზამენ და ჩვენს ახალგაზრდობასაც, ბავშვებიდან დაიწყეს, რომ თავიდანვე გახრწნან გონება და იმ ჭკუაზე დააყენონ, რა ჭკუაზეც თვითონ უნდათ, - ამის შესახებ კინორეჟისორმა გოგა ხაინდრავამ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.
„ამაში უამრავი ფული იდება. ეს არის მათ რომ აგიჟებთ, თორემ რა 12 პუნქტი?“, - აღნიშნა ხაინდრავამ.
„მაკდონალდსში“ „ჰეფი მილის“ მენიუში სასაჩუქრედ გამოჩნდა წიგნი, რომელშიც მუსიკოს ელტონ ჯონის ცხოვრების შესახებ წერია. რამდენიმეგვერდიან წიგნში გადმოცემულია მუსიკოსისა და მისი სამოქალაქო პარტნიორის, დევიდ ფერნიშის სასიყვარულო ურთიერთობის შესახებ.