„ეს არის ჩვენი ქვეყნის, ხალხის და ხელისუფლების მხარდაჭერის გაგრძელება უკრაინის, ჩვენი მეგობარი სახელმწიფოს მიმართ“, - ასე გამოეხმაურა პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე საქართველოში უკრაინის ქალაქ ლვივის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეების ვიზიტს.
„იმედი გვაქვს, რომ მშვიდობიანი დღეები უკრაინაში მალე დაბრუნდება“, - აღნიშნა თალაკვაძემ.
კულტურის სამინისტროს ახალგაზრდობის სააგენტოს მოწვევით, საქართველოს უკრაინის ქალაქ ლვივის საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და მუსიკალური სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ.