logo_geo
eng_logo
გია ცაგარეიშვილი: ოპოზიციამაც უნდა გადმოდგას შემხვედრი ნაბიჯები, განსაკუთრებით დეპოლარიზაციის მიმართულებით
- +

23 ივნისი. 2023. 10:15

 

“ევროკომისიის მხრიდან შეფასების პროცესი მხოლოდ წაადგება შემდგომ მუშაობას და ამ პუნქტების შესრულებას”, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილემ, გია ცაგარეიშვილმა განაცხადა.

 

რაც მთავარია, ოპოზიციამაც უნდა გადმოდგას შემხვედრი და თანმხვედრი ნაბიჯები განსაკუთრებით დეპოლარიზაციასთან დაკავშირებით. ეს მხოლოდ ხელისუფლების შესასრულებელი არ არის და ვერ იქნება, იმიტომ რომ ამ პროცესს ორი მხარე ჰყავს - ხელისუფლება და ოპოზიცია“, - აღნიშნა ცაგარეიშვილმა.

 

22 ივნისს ევროკავშირის ევროპის საკითხთა მინისტრების არაფორმალური შეხვედრის შემდეგ ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ზეპირი ანგარიში წარადგინა. როგორც ვარჰეიმ აღნიშნა, საქართველომ სრულად შეასრულა სამი რეკომენდაცია, კერძოდ – გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობა; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების გათვალისწინება სასამართლო განხილვისას; სახალხო დამცველის გამჭვირვალე პროცესით დანიშვნა. ამასთან, ვარჰეის თქმით, კიდევ შვიდი რეკომენდაციის შესრულების მხრივ მიღწეულია გარკვეული პროგრესი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner