ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, გიორგი გახარიას პარტია "საქართველოსთვის" წევრის, ანა ბუჩუკურის იმ განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმად, "ნაციონალურ მოძრაობასთან" კოალიციაში შესვლას გახარიას პარტია არ აპირებს.
ნიკოლეიშვილის განმარტებით, სწორედ გახარიას პარტიამ შექმნა კოალიცია "ნაციონალურ მოძრაობასთან" რამდენიმე ქალაქის საკრებულოში, რის შედეგადაც, "ნაციონალებისგან" საჩუქრად საკრებულოს უმრავლესობა და თავმჯდომარეობა მიიღეს.
"ეს ბალღი არ ვიცი ვინ არის, მაგრამ კოჭებში ეტყობა თავის უფროსს ბაძავს ტყუილში, უტიფრობასა და ხალხისთვის თვალების "დაფსებაში"... "ნაცმოძრაობასთან" კოალიცია გამორიცხულიაო თან ამბობს, თან ზუგდიდში, რუსთავში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში ნაცებთან კოალიცია დაალაგეს და საკრებულოში უმრავლესობა და თავმჯდომარეობა მიიღეს საჩუქრად ნაცებისგან. ტუტუცი დედაკაცი." - წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.