ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე ლიკა ბასილაია - შავგულიძის facebook სტატუსს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბორდში ჰყავს ფაშისტი წევრი.
მისი თქმით, შავგულიძე - ბასილაიას ქმედება არის ცენზურა და ჟურნალისტების დამოუკიდებელ საქმიანობაში ჩარევა. სასწრაფოდ მოსაშორებელია „საზოგადოებრივი მაუწყებელს“ სანამ პირდაპირ რედაქტორებისა და ჟურნალისტების ოთახებში დაიწყო საქმის გარჩევა.
"საზოგადოებრივ მაუწყებელს" ბორდში ჰყავს ფაშისტი წევრი. დიახ, ეს არაფერია, თუ არა ცენზურა, ჟურნალისტების დამოკიდებელ საქმიანობაში ჩარევა და მათთვის დირექტივების მიცემა. ორ გვარა ლიკას თუ არ მოსწონს ზაზა შათირიშვილი, თურმე არ უნდა გააშუქოს "საზოგადოებრივმა მაუწყებელმა"? სასწრაფოდ მოაცილეთ ეს ფაშისტკა ცენზურის „საზოგადოებრივ მაუწყებელს“, სანამ პირდაპირ რედაქტორებისა და ჟურნალისტების ოთახებში დაიწყო საქმის გარჩევა...“ - წერს გვენეტაძე facebook - ზე.