ავტორი ბიძინა დვალი
მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო. პრეზიდენტადწოდებული ბოლომდე გაშიშვლდა - ეს არის და ეს. ამ უსამშობლო და უთავმოყვარეო არსებამ „პირნათლად შეასრულა“ გლობალური ომის პარტიის თბილისის შტაბის მეთაურის, ოფიცერ დეგნანის მორიგი „საბრძოლო დავალება“ და თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ გალერეაში, „გირჩი-შარვალჩახდილსა“ და მის „თანაჩამხდელებს“ (თანამებრძოლების ანალოგიით) ახალი ექსპონატი („ნატურა“) დაემატა - „სალომე-ბოლომდე გახდილ-გაშიშვლებული“... ფუ, შენი...
ყოველგვარი დიპლომატიური ჩარჩოებიდან გასული, ოკეანისგაღმელი დოქსოპულოს გათვლებით, აღნიშნულმა საქართველოში ახალ დესტრუქციულ პროცესებს უნდა მისცეს დასაბამი. მიმდინარეობს ღია ბრძოლა საქართველოს ხელახალი კოლონიზაციისა და შემდგომ ამისა, ქართველი ერის საზარბაზნე ხორცად გამოყენების მიზნით.
ბევრჯერ მითქვამს და კიდევ გავიმეორებ - ამ გეგმებს ასრულება არ უწერია, რადგან ერი და ბერი, ხალხი და ხელისუფლება ერთიანია ახალ იმპერიულ საფრთხესთან ბრძოლაში. და რაც მთავარია - რადგან სიმართლე ჩვენს მხარესაა.
მტერი ყოველთვის ბევრი გვყავდა, მაგრამ ჩვენი „ცა ფირუზ, ხმელეთ ზურმუხტო“ სამშობლო დღემდე ღირსებით მოვიდა და დღესაც ღირსებით დგას თავისი წარსულის, აწმყოსა და მომავლის სადარაჯოზე.
ზემოხსენებულ სახედაკარგულ და სინდისგარეცხილ არსებას კი ისტორია მოსთხოვს პასუხს იმით, რომ 2024 წლის ოქტომბრის მერე, სანაგვეზე გადაგდებულს, ჰეროსტრატეს გვერდითაც კი არავინ მოიხსენიებს.
ბიძინა დვალი
22.06.2023 წ.