logo_geo
eng_logo
ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო კომპანიების მმართველები სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებს შეხვდნენ
- +

23 ივნისი. 2023. 11:57

 

 

სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წილკნისა და ჯიღაურას საცდელ-სადემონსტრაციო ბაზებს ესპანეთის სასოფლო-სამეურნეო ტექნოლოგიების კომპანიების მმართველები  ესტუმრნენ.

 

ვიზიტის მიზანს, სოფლის მეურნეობაში გამოყენებული ტექნოლოგიების, მათ შორის უკაბელო კავშირების  გაცნობას წარმოადგენდა.

 

დელეგაციის  წევრებს შორის უკაბელოკავშირისსენსორულიმოწყობილობების მიმართულებით მწარმოებელი მსოფლიო  ლიდერი „Libelium”იყო, რომელიც მუშაობს ჭკვიანი სოფლის მეურნეობის სისტემების (Smart Agriculture Solution) შექმნაზე.

 

დელეგაციამშეხვედრა ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების და მცენარეთა მიკლოკლონური (In-Vitro) გამრავლებისა და უვირუსო სარგავი მასალის კვლევის სამსახურისლაბორატორიის წარმომადგენლებთან გამართეს, სადაცყურადღება ინფორმაციის გაზიარებაზე, ტრენინგების მოწყობასა და ერთობლივი პროექტების შემუშავებაზე გამახვილდა.

 

ვიზიტის ბოლოს, სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ ესპანელებს ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციობაზაზე უმასპინძლა,ცენტრის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები, ამპელოგრაფიული კოლექციადა იშვიათი ქართული ვაზისგან დაყენებული ღვინოები გააცნო.

 

დელეგაცია, 21-22 ივნისს, საქართველოში სავაჭრო მისიით იმყოფებოდა და მათ,  ანკარაში ესპანეთის საელჩოს ეკონომიკისა და კომერციის მინისტრი, გილერმო კესლერი ხელმძღვანელობდა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner