logo_geo
eng_logo
გივი მიქანაძე გვარამიას შეწყალებაზე: პრეზიდენტმა თავმოყვარეობა გვერდზე გადადო - არ გამიკვირდება, თუ საზოგადოების რეაქცია მწვავე იქნება
- +

23 ივნისი. 2023. 12:10

 

 

პრეზიდენტმა თავის თავმოყვარეობა გადადო გვერდზე, პრეზიდენტის ინსტიტუტი შეურაცხყო, მისთვის მთავარია, რა დავალებას მიიღებს- არ გამიკვირდება, თუ საზოგადოების რეაქცია მწვავე იქნება, - ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, გივი მიქანაძემ ნიკა გვარამიას გათავისუფლებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

თქვენ ფიქრობთ, ამ შეწყალებით რეკომენდაცია შესრულდა?! ერთი წელია ვმუშაობთ ოპოზიციის ნაწილთან ერთად, რომ 12 პუნქტი შესრულდეს. ეს საკითხი ამ პუნქტებთან არაფერ შუაშია, რადგან ნიკა გვარამია არის ადამიანი, რომელიც პოლარიზაციას აღრმავებს. გაიხსენეთ, პრეზიდენტის ინსტიტუტს როგორ შეურაცხყოფდა, არ ვიცი მე რა გადააფასა, არადამაჯერებელია, რომ ასე უცებ რაღაცები გადააფასა. ყველამ იცის, რომ ეს ადამიანი რადიკალიზმით გამოირჩევა და მისი შეწყალება არის პოლარიზაციის გაღრმავებისკენ გადადგმულო ნაბიჯი”, - განაცხადა მიქანაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner