logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: შემთხვევითი არ არის, რომ გუშინ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა - ცინიზმის მწვერვალი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამისი მოტივი იყო დეპოლარიზაცია
- +

23 ივნისი. 2023. 12:05

 

 

ალბათ შემთხვევითი არ არის, რომ გუშინ პრეზიდენტმა თავისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა - ცინიზმის მწვერვალი იქნებოდა საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ ამისი მოტივი იყო დეპოლარიზაცია“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

ყველა გადაწყვეტილებას აქვს თავისი მოტივაცია და შემთხვევითი არ არის ალბათ, რომ გუშინ პრეზიდენტმა მისი გადაწყვეტილების მოტივი არ დაასახელა. რა თქმა უნდა, ეს მოტივი ვერ იქნებოდა, რადგან განაჩენი, გადაწყვეტილება იყო უკანონო, ვინაიდან საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლოს აქვს ამ საკითხთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიღებული. მოტივად ვერ დაასახელებდა ვერც ჰუმანურობა, ვინაიდან თავად მსჯავრდადებული არ ითხოვდა შეწყალებას. რა თქმა უნდა მიზეზად ვერ დაასახელებდა პოლარიზაციას, ვინაიდან ეს იქნებოდა ცინიზმის მწვერვალი, რომ საქართველოს მოსახლეობისთვის ეთქვა, რომ მისი მოტივი იყო დეპოლარიზაცია. გიგი უგულავას და სხვა მსგავსი შეწყალებების მიზეზად ადრეც სახელდებოდა დეპოლარიზაცია, მაგრამ ვნახეთ თუ რამდენად დიდი პოლარიზაცია მოიტანა ამან. ამიტომ ისინი, ვინც ამბობენ და უწონებენ გადაწყვეტილებას, რომ თითქოს ეს გადაწყვეტილება დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯია გამოდის, რომ ამით ბურთს აგდებენ საკუთარ მხარეს. ვნახოთ, თუ მოახდენენ ისინი თავიანთი რადიკალური დღის წესრიგის შეცვლას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner