logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: როგორც ჩანს ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით პერსონალური მიდგომა სწორი არ იყო
- +

23 ივნისი. 2023. 12:09

 

 

გუშინდელმა შეფასებამ აჩვენა, რომ დეოლიგარქიზაციის ცალკე პუნქტად გამოტანამ 12 რეკომენდაციაში ბუნდოვანება შექმნა და იყო უადგილო“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებას გამოეხმაურა.

 

მთავარი ის ითქვა, რომ დეოლიგარქიზაციასთან დაკავშირებით, როგორც ჩანს, ევროკომისიაც ჩამოყალიბდა, რომ პერსონალური მიდგომა არ იყო სწორი, ამიტომაც ხაზი იყო გასმული მაგალითად კონკურენციის კანონმდებლობაზე, პარტიების დაფინანსების კანონმდებლობაზე და ამით დადასტურდა ის, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, რომ დეოლიგარქიზაციის პუნქტი იყო ბუნდოვანი და არასათანადო. მთავარია გუშინდელმა შეფასებამ აჩვენა, რომ ცალკე პუნქტად დეოლიგარქიზაციის 12 რეკომენდაციაში გამოტანამ ბუნდოვანება შექმნა და იყო უადგილო“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner