logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: გუშინ თავად ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება იმის განსასაზღვრად, ვინ იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტი - ამაში ეროვნული ბანკი იყო სრულიად დამოუკიდებელი და ავტონომიური
- +

23 ივნისი. 2023. 12:19

 

 

რაც შეეხება ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის არჩევას, ვნახეთ, რომ სწორი გადაწყვეტილება იყო მიღებული პარლამენტის მხრიდან“, - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

 

ამ შემთხვევაში უკვე არის სრული მკაფიოობა, თუ რა პროცედურით ხდება უფლებამოსილების შემსრულებლის განსაზღვრა. აქამდე მინდობილი იყო სრულად ეროვნული ბანკის შიდა უწყებრივ გადაწყვეტილებაზე, რაც, რა თქმა უნდა, იმ როლის გათვალისწინებით, რაც ეროვნულ ბანკს აქვს ჩვენს ფინანსურ სისტემაში, იყო დაუშვებელი - პარლამენტმა ეს ხარვეზი გამოასწორა. გუშინ თავად ეროვნული ბანკის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება უკვე იმის განსასაზღვრად, ვინ იქნებოდა ვიცე-პრეზიდენტი - ამაში ეროვნული ბანკი იყო სრულიად დამოუკიდებელი და ავტონომიური, აქედან გამომდინარე სრულად ვენდობით მათ გადაწყვეტილებას“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner