logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: ის შეფასებები, რაც ევროკომისრისგან მოვისმინეთ ადასტურებს, თუ რამხელა შრომა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციების შესრულებისთვის
- +

23 ივნისი. 2023. 12:29

 

 

ის შეფასებები, რაც ევროკომისრისგან მოვისმინეთ ადასტურებს, თუ რამხელა შრომა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციების შესრულებისთვის“, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება, არ იყო ასახული ამ შეფასებაში.

 

ჩვენმა საზოგადოებამ გუშინ ნახა, რომ ის შეფასებები, რაც მოვისმინეთ ევროკომისრისგან, ადასტურებს, თუ რამხელა შრომა გასწია საქართველოს ხელისუფლებამ, მათ შორის, განსაკუთრებით საქართველოს პარლამენტმა რეკომენდაციების შესრულებისთვის. ჩვენ გუშინ გავიგეთ, რომ საქართველომ და მოლდოვამ სამი რეკომენდაცია უკვე შევასრულეთ, უკრაინას ჯერჯერობით მხოლოდ 2 რეკომენდაცია აქვს შესრულებული. სხვა რეკომენდაციებს რაც შეეხება, აქაც არის დიდი პროგრესი. კარგია, რომ პირველად იყო შესაძლებლობა, შუალედური ანგარიშის მეშვეობით მოგვესმინა ის მოლოდინები, რაც ევროკომისიას აქვს ამ რეკომენდაციებთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, აქედან გამომდინარე ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ოქტომბრის ბოლოსთვის, როდესაც იქნება საბოლოო შეფასება ჩვენი შემდგომი საქმიანობიდან გამომდინარე, ყველა რეკომენდაცია შესრულებულად ჩაითვლება. როგორც ჩანს, ბოლო პერიოდში მიღებული ზოგიერთი გადაწყვეტილება, არ იყო ასახული ამ შეფასებაში. იცით, რომ პარლამენტი ბოლო კვირებშიც ინტენსიურად მუშაობდა და რამდენიმე კანონი მივიღეთ. ასე რომ, ჩვენ გვექნება დიალოგი ბრიუსელთან, რომ ეს ცვლილებები და ასევე შემდგომი ნაბიჯები, რომლებიც ჩვენ გვაქვს დაგეგმილი სათანადოდ იყოს ასახული რეკომენდაციების შესრულების მხრივ“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner