logo_geo
eng_logo
ანრი ოხანაშვილი გვარამიას შეწყალებაზე: ობიექტური პროფესიული საზოგადოება ამ გადაწყვეტილებას შეაფასებს როგორც კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრად
- +

23 ივნისი. 2023. 12:39

 

 

“ობიექტური პროფესიული საზოგადოება ამას შეაფასებს როგორც კანონის აღსრულებისთვის და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრად”, - ასე შეაფასა პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალებაზე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილება.

 

პრეზიდენტის ეს გადაწყვეტილება აისახება მის რეპუტაციაზე და მასთან მიმართებით საზოგადოების დამოკიდებულებაზე. რაც შეეხება, იურიდიულ მხარეს, როდესაც ხდება სასჯელის აღსრულების შეფერხება, როდესაც ხდება სასჯელის გარდაუვალობის პრინციპის უგულებელყოფა, რა თქმა უნდა ამით ხდება კანონის უზენაესობის და სამართლებრივი სახელმწიფოს გაგების ძირის გამოთხრა. ეს ძირს უთხრის კანონის უზენაესობას და განცდას, რომ პირი თუ დააშავებს და ჩაიდენს დანაშაულს, მან ამ ქმედებისთვის პასუხი უნდა აგოს. როდესაც ჩვენ ასეთ დამოკიდებულებას ვიღებთ, ამას ცხადია ექნება როგორც პოლიტიკური შეფასების ნაწილი საზოგადოების მხრიდან, ასევე, ობიექტური პროფესიული საზოგადოება ამას შეაფასებს როგორც კანონის აღსრულებისთვის და კანონის უზენაესობისთვის ძირის გამოთხრად“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner