logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: არგუმენტაციაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ისაუბრა, ამიტომ პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, რას გულისხმობდა ნიკა გვარამიას შეწყალების აქტით
- +

23 ივნისი. 2023. 12:42

 

 

“ეს არის მისი გადაწყვეტილება, რომლის არგუმენტაციაზე ქალბატონმა პრეზიდენტმა არ ისაუბრა, ამიტომ ბუნებრივია, მე პასუხის გაცემა ძალიან გამიჭირდება, რას გულისხმობდა იგი ამ შეწყალების აქტით”, - ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების მოტივზე საუბრისას განაცხადა.

 

მისი თქმით, საქართველოს სასამართლოს ისტორიაში ქვეყანაში დღეისთვის ერთ-ერთი ყველაზე დამოუკიდებელი სასამართლო სისტემაა და შესაბამისად, იგი სასამართლოს გადაწყვეტილებას ენდობა.

 

ის გადაწყვეტილებები, რომელიც მიიღება კონკრეტული ადამიანების მიმართ, არის სამართლიანი, სანამ საპირისპირო არ იქნება დამტკიცებული. ბოლო სტატისტიკებიც რომ ვნახოთ, სტრასბურგში ნათლად მეტყველებს იმაზე, რომ მათ შორის საერთაშორისო სამართლებრივი საზოგადოება ნდობას უცხადებს საქართველოს სასამართლო სისტემას“, - აღნიშნა ბრეგაძემ.

 

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ შემდეგ პრეზიდენტმა პატიმარი მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს, განაცხადა: „ნამდვილად ვერ გეტყვით. ეს მხოლოდ და მხოლოდ ქალბატონი პრეზიდენტის გადასაწყვეტია“.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner