logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე: ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ არაფერი ვიცოდი, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით გავიგე, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია
- +

23 ივნისი. 2023. 13:20

 

 

ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ არაფერი ვიცოდი, ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით გავიგე, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია. როგორც კი მოვიდა დადგენილება, დავიწყეთ მისი აღსრულება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.

 

არ მიფიქრია, შესაბამისად, ვერ გეტყვით მოსალოდნელი იყო თუ მოულოდნელი. ჩვენი საფიქრალია, პატიმრის უფლებები იყოს დაცული, სასჯელი იყოს აღსრულებული და არა რა გადაწყვეტილებას მიიღებს პრეზიდენტი შეწყალებასთან დაკავშირებით. სალომე ზურაბიშვილს პრესკონფერენციაზე არ დაუსახელებია არგუმენტაცია. მან თქვა, რომ ის არ ისაუბრებდა არგუმენტაციაზე. შესაბამისად, გამიჭირდება რაიმე დამატებითი კომენტარის გაკეთება. საკმაოდ გვიან იყო გამოცხადებული ეს გადაწყვეტილება, ამის შესახებ არაფერი ვიცოდი, გავიგე ერთ-ერთი სატელევიზიო არხის მეშვეობით, მანამდე კონსულტაცია არ გვქონია. როგორც კი მოვიდა დადგენილება, დავიწყეთ მისი აღსრულება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

რაც შეეხება ჟურნალისტების კითხვას, მიულოცავს თუ არა იუსტიციის მინისტრი ნიკა გვარამიას გათავისუფლებას, როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, მათი სურვილია ყველა პატიმრის რესოციალიზაცია იყოს სრულად გავლილი.

 

ჩვენ ყოველთვის მოწადინებული ვართ იმაზე, რომ ნებისმიერ პატიმარს, როცა გადის პენიტენციური დაწესებულებიდან, ჰქონდეს რესოციალიზაციის პროცესი სრულად გავლილი, დაუბრუნდეს საზოგადოებას და დაიწყოს ახალი ცხოვრება“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner