logo_geo
eng_logo
დავით ჩიხელიძე: ზურაბიშვილისგან მრავალი ალოგიკური და არაადეკვატური გადაწყვეტილება გვახსოვს, მაგრამ გვარამიას შეწყალება ყოველგვარ ზღვარს ცდება
- +

23 ივნისი. 2023. 13:53

 

 

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის 22 ივნისის გადაწყვეტილებას ეხმაურება, რომლის თანახმად პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია შეიწყალა.

 

ჩიხელიძის თქმით, პრეზიდენტის აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყანაში დანაშაულს ახალისებს.

 

პრეზიდენტი საკუთარი გადაწყვეტილებით ხალხს გაემიჯნა. ზურაბიშვილისგან მრავალი ალოგიკური და არაადეკვატური გადაწყვეტილება გვახსოვს, მაგრამ გვარამიას შეწყალება ყოველგვარ ზღვარს ცდება, ქვეყანაში დანაშაულს ახალისებს. პრეზიდენტის გადაწყვეტილებას საქართველოს ევროპული პერსპექტივის გამარჯვებად ვერ შევაფასებ, რადგან ევროპაში კანონის უზენაესობა დგას. გვარამიას გათავისუფლება ზრდის პოლარიზაციას, რომლის შემცირებაც ევრორეკომენდაციის მთავარი მოთხოვნაა. პრეზიდენტის ადგილი ქართულ პოლიტიკაში აღარ არის. გვესმის შეწყალების საკითხი პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, მაგრამ არსებობს მორალური მხარე. ზურაბიშვილმა ახსნა-განმარტებაც კი არ იკადრა. პრეზიდენტის ამომრჩეველი, ქართველი ხალხი გადაწყვეტილების განმარტებას იმსახურებდა, როგორც წინასაარჩევნოდ თქვა, რომ პრეზიდენტს არა ხალხთან, არამედ ხალხზე ზევით ხედავს. გვარამიას შეწყალებით უგულებელყო ხალხის განწყობები და ხალხზე ზევით დადგა, რაც პრეზიდენტისთვის პოლიტიკური თვითმკვლელობაა“, - ამბობს ჩიხელიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner