logo_geo
eng_logo
ზურაბ ქადაგიძე: ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუკა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება
- +

23 ივნისი. 2023. 15:04

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში ფილოლოგ ლევან ბერძენიშვილის ვიდეოს ავრცელებს, სადაც ფილოლოგი შუშანიკს აკრიტიკებს.

 

როგორც ზურაბ ქადაგიძე წერს, ლევან ბერძენიშვილი არის თანამედროვე საჭურისი რუკა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება:

 

თანამედროვე რუკაა, საჭურისი სულხან საბას „სიბრძნე სიცრუიდან“ - აბსოლუტური ბოღმა და ბოროტება! არაფერი დატოვა წაუბილწავი და შეურყვნელი, ყველაფერს გაუკუღმართებული აზროვნებით ხედავს და აფასებს. ამის ლოგიკით აბო მოღალატე გამოდის, გრიგოლ ხანძთელი კი ამპარტავანი და სამეფო საქმეების განმქიქავი... შუშანიკს სძულდა შვილებიო, ტყუილია. შუშანიკი შვილებს არ მიიღებს ციხეში, რადგან ვარსქენის ნება აღასრულეს და მაზდეანები გახდნენ, ხოლო შუშანიკი ღმერთს მიმართავს და სთხოვს - შენი მოცემულები არიან და შენვე გაუკვალე გზაო... ანუ, ეს სიუჟეტიც სათავისო ბოღმით გადათარგმნა და პირდაპირ ახსნა, რომ სძულდა შვილებიო. მოკლედ, ეს არის თანამედროვე საჭურისი რუკა, რომლისთვისაც საკუთარი ბოროტი ეგო და ბოღმა იმაზე მეტად ფასობს, ვიდრე ჭეშმარიტება და ახალგაზრდების ცნობიერების გაფრთხილება. ჰოდა, როცა განათლების სისტემაზე ლაპარაკს დაიწყებს ვინმე, ნუღარ გაგიკვირდებათ კატასტროფული მდგომარეობა და აღვირახსნილი უმეცრება, რადგან ასეთი საჭურისები მრავლობენ დღეს და ასეთი აბსოლუტური ბოღმა ასაზრდოებს მომავალ თაობებს!“, - წერს ზურაბ ქადაგიძე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner