logo_geo
eng_logo
შალვა პაპუაშვილი: საქართველოს ყველა ადვოკატს ვულოცავ ადვოკატთა სახლის გახსნას. მნიშვნელოვანია, რომ ადვოკატთა სახლი განთავსებულია იქ, სადაც არის თბილისის საქალაქო სასამართლო, პროკურატურა. ამით რეალიზდება იდეა, რომელიც გულისხმობს მართლმსაჯულების უბნის შექმნ
- +

23 ივნისი. 2023. 15:08

 

 

საქართველოს ყველა ადვოკატს ვულოცავ ადვოკატთა სახლის გახსნას. ეს მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად, რომ არის თანამედროვე შენობა, რომელშიც ადვოკატთა ასოციაცია განთავსდება, არამედ მნიშვნელოვანია, თავად ადვოკატთა პროფესიაში, ადვოკატებს შორის ინტენსიურ თანამედროვე გარემოში კომუნიკაციისთვის,” - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისის - „ადვოკატთა სახლის“ გახსნის ღონისძიებაზე.

 

როგორც მან აღნიშნა, ადვოკატთა ასოციაციას განსაკუთრებული როლი აქვს ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებაში, მართლმსაჯულების პროცესების გაუმჯობესებაში და აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაც  ადვოკატთა ასოციაციის უფრო ეფექტიანად მუშაობას შეუწყობს ხელს.

 

მნიშვნელოვანია ისიც, რომ ადვოკატთა სახლი განთავსებულია იქ, სადაც არის  თბილისის საქალაქო სასამართლო, პროკურატურა და ამით კონცეფცია და იდეა, რომელიც გულისხმობს მართლმსაჯულების უბნის შექმნას, ესეც რეალიზდება, რაც თავის მხრივ, შესაძლებლობას იძლევა, რომ სხვადასხვა იურიდიულ პროფესიებს შორის დიალოგი გაღრმავდეს და ამან ხელი შეუწყოს ყველა პროფესიის განვითარებას,“ - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

 

მან მადლობა გადაუხადა ადვოკატთა ასოციაციას, მის ყველა წევრს, ვინც წვლილი შეიტანა ადვოკატთა სახლის მშენებლობაში და ამ კონცეფციის განხორციელებაში. პარლამენტის თავმჯდომარემ წარმატებები უსურვა ადვოკატებს, რომელთაც  ფიცი დადეს.

 

საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის ახალი ოფისი პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა და ევროპის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მარია სლაზაკმა გახსნეს.  

 

ღონისძიებას ასევე ესწრებოდნენ   გენერალური პროკურორი ირაკლი შოთაძე, ადვოკატთა საერთაშორისო ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი კლაუდიო ვისკო,  აშშ-ს ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, დიპლომატიური კორპუსის სხვა წარმომადგენლები, დეპუტატები ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი და ალუდა ღუდუშაური.

 

სპეციალურად საზეიმო ღონისძიებისთვის საქართველოში ჩამოვიდნენ დელეგაციები ლატვიიდან, აზერბაიჯანიდან, თურქეთიდან და სომხეთიდან.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner