logo_geo
eng_logo
რატი ბრეგაძე ევრო რეკომენდაციების შესრულებაზე: გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, მჯერა, ყველა ამოცანა საჭირო ვადაში შესრულდება
- +

23 ივნისი. 2023. 15:54

 

 

გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, მჯერა, ყველა ამოცანა საჭირო ვადაში შესრულდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.

 

როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ვფიქრობ, ყველანი კარგად ხედავთ, რომ საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის საკმაოდ დიდ პრობლემებს-ხოლმე. არის თუ არა ეს დრო საკმარისი, კიდევ ერთხელ გეტყვით, დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, მჯერა, ყველა ამოცანა საჭირო ვადაში შესრულდება“, - განაცხადა ბრეგაძემ.

 

რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ისევ კრიტიკულია და ამბობენ, რომ შვედეთში გუშინ გაკეთებული განცხადებები არაოპტიმისტურია.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner