„გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, მჯერა, ყველა ამოცანა საჭირო ვადაში შესრულდება“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ ევრო რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით განაცხადა.
„როდესაც საკითხი ეხება ევროინტეგრაციას, ვფიქრობ, ყველანი კარგად ხედავთ, რომ საქართველო საკმაოდ მოკლე პერიოდში ჭრის საკმაოდ დიდ პრობლემებს-ხოლმე. არის თუ არა ეს დრო საკმარისი, კიდევ ერთხელ გეტყვით, დარწმუნებული ვარ, გამომდინარე იმ ტემპებიდან, რომელიც აქვს ყველა უწყებას, მჯერა, ყველა ამოცანა საჭირო ვადაში შესრულდება“, - განაცხადა ბრეგაძემ.
რეკომენდაციების შესრულებასთან დაკავშირებით ოპოზიცია ისევ კრიტიკულია და ამბობენ, რომ შვედეთში გუშინ გაკეთებული განცხადებები არაოპტიმისტურია.