ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა „facebook"-გვერდზე წერს:
„უტიფარო ნაცებო, ერთი აქეთ მოიხედეთ! ქუჩაში ჩაცხრილეთ გურამ შარაძე და მკვლელობა სხვას შეტენეთ; ქუჩაში ჩაცხრილეთ ბუტა რობაქიძე და დღემდე სასამართლო პროცესები მიდის; შუა რუსთაველზე, დღისით მზისით მოკლეს ტარყაშვილი და მკვლელობა სხვებს შეტენეთ; ქუჩაში, შარდენის ქუჩიდან გაიყვანეთ გირგვლიანი და ცემაში მოკალით; ქუჩაში, დღისით, მზისით, კორტებთან მოაწყვეთ სასაკლაო და ჩაცხრილეთ ვაზაგაშვილი - ეს ფაქტები სადმე სხვაგან ხდებოდა და არ ვიცით? ამდენი უტიფრობა როგორ გყოფნით, რომ ამბობთ, კრიმინალმა იმატაო, ისევ თქვენი გამოზრდილი ზონდერი კლავს ქუჩაში ახალგაზრდა ბიჭს და მკვლელს ადგილზე აკავებენ! მართლა ჩაიგდეთ ეგ ამოსაძირკვი ენები და გადაშენდით აქედან. მკვლელები, ნარკომანების, ზონდერების, მწამებლების ხელისუფლება იყავით და ასეთებად დარჩით!"