„ხშირ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდებს იყენებენ. ადვილია, ისინი მომართო გარკვეული მიმართულებით და შემდეგ მათ „მოლოტოვის კოქტეილი“ ასროლინო“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკას“ ლაზარე გრიგორიადისზე განუცხადა.
იგი ლაზარე გრიგორიადისის მამის მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
„თუ მშობელი ნამდვილად ფიქრობს თავისი შვილის ბედზე და აანალიზებს, რატომ მოხდა მისი შვილი იმ მდგომარეობაში, როგორშიც არის, მაშინ მან ეს დასკვნა სწორად გააკეთა. ცუდია, რომ დღეს ეს კიდევ გადაუთქვია, თუმცა ასეა - ხშირ შემთხვევაში, არასამთავრობო ორგანიზაციები ახალგაზრდებს იყენებენ. ადვილია, ისინი მომართო გარკვეული მიმართულებით და შემდეგ მათ „მოლოტოვის კოქტეილი“ ასროლინო“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.
ბექა გრიგორიადისმა „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაწერა, რომ ლაზარე გარკვეულმა ორგანიზაციებმა და ენჯეოებმა გამოიყვანეს აქციაზე და მსხვერპლად შესწირეს რუსულ მთავრობას.