პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი ვიქტორ სანიკიძე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გენერალური მდივნის მოადგილე ლაშა გამყრელიძე, კალათბურთელთა ეროვნული ნაკრების მწვრთნელი, ასევე ნაკრების წევრები დუდა სანაძე და გიორგი შერმადინი მიიღო, რომლებმაც მთავრობის ადმინისტრაციაში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო, James Naismith-ის სახელობის თასი მიიტანეს.
პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ნაკრებს მსოფლიო ჩემპიონატზე წარმატებები უსურვა.
მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდო, James Naismith-ის სახელობის თასი საქართველოს „ტროფი ტურით“ 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე, კალათბურთის ფედერაციისა და FIBA-ს ერთობლივი ორგანიზებით ესტუმრა.
ტროფი ტური“ კალათბურთის საერთაშორისო ორგანიზაციის პროექტია, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე ქვეყნებში მსოფლიო ჩემპიონატის მთავარი ჯილდოს სტუმრობას, სხვადასხვა სახის შეხვედრების და აქტივობების გამართვას მოიცავს.
კალათბურთში მსოფლიოს 2023 წლის ჩემპიონატი 25 აგვისტოდან 10 სექტემბრის ჩათვლით იაპონიაში, ფილიპინებში და ინდონეზიაში გაიმართება.