logo_geo
eng_logo
ეკა სეფაშვილი: კანონის განცდა, დარღვეულია და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას გაუჩნდა ეს განცდა, როდესაც პრეზიდენტმა ყოველგვარი ობიექტურობის დაცვის გარეშე, ვითომდა ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, ნიკა გვარამია გაათავისუფლა
- +

23 ივნისი. 2023. 18:53

 

 

ჩემთვის მიუღებელი იყო ის ტონი და განცხადება, რითაც მან საზოგადოებას ამცნო თავისი გადაწყვეტილების შესახებ. საზოგადოებას, რომელმაც იგი აირჩია სამართლიანობისა და ობიექტურობის დამცველად, უთხრა, ეს ჩემი უფლებაა, გამოვიყენე და როგორც გინდათ, ისე გაიგეთო, -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში განაცხადა.

 

მისი თქმით, პრეზიდენტის მიერ გვარამიას შეწყალება მოულოდნელი არ იყო, თუმცა ეს გადაწყვეტილება არ იყო სამართლიანი და არც ის ფორმა იყო სწორი, რომლითაც მან საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ ამცნო.

 

ვერ ვიტყვი, რომ ქალბატონი პრეზიდენტის გადაწყვეტილება გვარამიას შეწყალების თაობაზე მოულოდნელი იყო. მის გამოსვლებში ყოველთვის გამოსჭვიოდა ამის მოლოდინები, ყოველ შემთხვევაში ძალიან მოულოდნელი და მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნა არ ყოფილა ეს ამბავი.

 

მეორე მხრივ, ჩემთვის მიუღებელი იყო ის ტონი და განცხადება, რითაც მან საზოგადოებას ამცნო თავისი გადაწყვეტილების შესახებ. მიუღებელი იყო იმიტომ, რომ საზოგადოებას, რომელმაც იგი აირჩია, ენდო მას და ჩააბარა ის ფუნქცია, რომ ყოფილიყო სამართლიანობისა და ობიექტურობის დამცველი, მოუბრუნდა და უთხრა, ეს ჩემი უფლებაა, გამოვიყენე და ისიც ჩემი უფლებაა, რომ არ გითხრათ არაფერი, როგორც გინდათ, ისე გაიგეთო. ეს უთხრა იმ საზოგადოებას, რომელმაც მისცა მას შეწყალების უფლება.

 

გარდა ამისა, არც პოლიტიკურად და არც პიროვნულად არავითარ მორალში არ ჯდება ეს შეწყალება. გაუგებარია, რას ემსახურება ეს ნაბიჯი. ადამიანმა ჩაიდინა ეკონომიკური ხასიათის დანაშაული - რუსთავი 2 გაძარცვა 7 მილიონი ლარით, ეს თანხა გადაურიცხა კომპანიას, რომელიც მის მფლობელობაში იყო. ეს არის ეკონომიკური დანაშაული და მსგავსი მუხლით საქართველოს სასჯელაღსრულების სისტემაში კიდევ რამდენიმე ადამიანი იხდის სასჯელს. რას ვეუბნებით იმ ადამიანებს? გვარამია იმიტომ იყო გამორჩეული, რომ ცნობილი ადამიანია და ტელეკომპანიას ხელმძღვანელობდა? სად არის სახელგანთქმული ევროპული კანონის უზენაესობა და თანასწორობა კანონის წინაშე? თანამდებობის, პოლიტიკური მრწამსისა და შეხედულების მიხედვით ყველა ადამიანი თანასწორია, ხომ, კანონის წინაშე?! ეს ყველაფერი, კანონის განცდა, დარღვეულია და, რა თქმა უნდა, საზოგადოებას გაუჩნდა ეს განცდა, როდესაც მის მიერ არჩეულმა პრეზიდენტმა ყოველგვარი ობიექტურობის დაცვის გარეშე, ვითომდა ევროინტეგრაციის ხელშეწყობის მიზნით, განათავისუფლა ნიკა გვარამია“, - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner