ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.
იარაღის ფლობის ეპიზოდზე ესებუას 4 წელი აქვს მისჯილი.