logo_geo
eng_logo
სასამართლომ ბადრი ესებუას 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა
- +

23 ივნისი. 2023. 18:56

 

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ტერორიზმში ბრალდებული ბადრი ესებუა დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახით 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე, 323-ე და 329-ე მუხლებით მიმდინარეობდა, რაც ტერორისტულ აქტს, მძევლად ხელში ჩაგდებას ტერორისტული მიზნით და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

 

იარაღის ფლობის ეპიზოდზე ესებუას 4 წელი აქვს მისჯილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner