logo_geo
eng_logo
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს მხარი დაუჭირა
- +

23 ივნისი. 2023. 19:51

 

 

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები განიხილეს, რომელიც კომიტეტის წევრებს იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, თორნიკე ჭეიშვილმა გააცნო.

 

შემოთავაზებული ცვლილება მიზნად ისახავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს მიერ ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების, დაფინანსების, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით მიღებული რეზოლუციების ეროვნულ დონეზე აღსრულების მექანიზმის ხარვეზების აღმოფხვრას და არსებული საკანონმდებლო ბაზის საერთაშორისო სტანდარტებთან მაქსიმალურად დაახლოებას.

 

„იმისთვის რომ უფრო ეფექტიანად გახდეს შესაძლებელი ერთი მხრივ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციის შიდა ეროვნულ დონეზე აღსრულება და მეორე მხრივ, ჩვენ შევძლოთ ევროპის საბჭოს ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა შემფასებელ რჩეულ ექსპერტთა კომიტეტის (MONEYVAL) შესაბამის რეიტინგში გავიუმჯობესოთ მდგომარეობა, გთავაზობთ, განხორციელდეს ცვლილებები“, - განაცხადა თორნიკე ჭეიშვილმა.

 

ფინანსური ქმედებების სამუშაო ჯგუფის FATF-ის მიერ დადგენილი სტანდარტის შესრულების მიზნით, წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების პროექტი ითვალისწინებს ახალ ტერმინს - „გონივრული საფუძველი“, რომელიც გამოყენებულ იქნება ტერორიზმის დაფინანსებისა და მასობრივი განადგურების იარაღის გავრცელების დაფინანსების სანქციათა რეჟიმთან მიმართებით.

 

ფინანსურ ინტიტუტებსა და არასაფინანსო საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების შესაბამისად, სანქცირებული ქონების აღმოჩენისას სსიპ - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის ორგანოს წინაშე ანგარიშგების ვალდებულება უწესდებათ.

 

წარმოდგენილი ცვლილებების საფუძველზე სამთავრობო კომისიას ეკისრება ყადაღისადმი დაქვემდებარებულ ქონებაზე კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების გათვალისწინების ვალდებულება, რაც უზრუნველყოფს კეთილსინდისიერ მესამე პირთა უფლებების დაცვის შესაბამისი მექანიზმის არსებობას.

 

წარმოდგენილი ცვლილებებით სამთავრობო კომისიას მიენიჭება უფლებამოსილება, სანქციადაკისრებულ პირთა ეროვნულ სიაში შეყვანილი პირების თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს როგორც გაეროს შესაბამის სანქციათა კომიტეტს, ისე სხვა იურისდიქციის კომპეტენტურ ორგანოს, რათა მათაც გაატარონ შესაბამისი შემზღუდველი ზომები სანქციადაკისრებულ პირებთან მიმართებით.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner