logo_geo
eng_logo
ლაშა კალანდაძე: საქმის არსებითი მხარე ტოვებს შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურებაა პირველი ინსტანციის და სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თავის დროზე აშკარად იყო დარღვეული ბიძინა ივანიშვილის უფლებები
- +

23 ივნისი. 2023. 20:17

 

 

„კრედიტ სუისი“ მაქსიმალურად ცდილობდა და შესაძლებელია მომავალშიც შეეცადოს, რომ გააჭიანუროს პროცედურები. საქმის არსებითი მხარე ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურება არის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ თავის დროზე აშკარად იყო დარღვეული ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების უფლებები და ხშირ შემთხვევაში ეს უფლებები დარღვეული იყო არა უბრალოდ, არამედ დანაშაულებრივი ქმედებით და ამის შესახებ არსებობს შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებაც, - ამის შესახებ „ქრონიკას“ ბიძინა ივანიშვილის ადვოკატმა, ლაშა კალანდაძემ განუცხადა.

 

„არ დაკმაყოფილდა „კრედიტ სუისის“ შვილობილი კომპანიის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება. ეს გადაწყვეტილება მდგომარეობდა იმაში, რომ ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების სასარგებლოდ „კრედიტ სუისის“ შვილობილ კომპანიას დაკისრებული ჰქონდა 607 მილიონი აშშ დოლარის გადახდა. „კრედიტ სუისი“ მაქსიმალურად ცდილობდა და შესაძლებელია მომავალშიც შეეცადოს, რომ გააჭიანუროს პროცედურები. საქმის არსებითი მხარე ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, და ამის დადასტურება არის როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, ასევე სააპელაციო ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომ აშკარად იყო დარღვეული თავის დროზე ბიძინა ივანიშვილის, მისი ოჯახის წევრების, მათთან დაკავშირებული ორგანიზაციების უფლებები და ხშირ შემთხვევაში ეს უფლებები დარღვეული იყო არა უბრალოდ, არამედ დანაშაულებრივი ქმედებით და ამის შესახებ არსებობს შვეიცარიის სისხლის სამართლის სასამართლოს გადაწყვეტილებაც. თეორიულად „კრედიტ სუისს“ აქვს შესაძლებლობა კიდევ გაასაჩივროს საკასაციო წესით ლონდონში აღნიშნული გადაწყვეტილება, თუმცა ობიექტური მდგომარეობიდან და სიტუაციიდან გამომდინარე, ობიექტურ გარემოში ერთადერთი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა არის. ეს გადაწყვეტილება მდგომარეობს იმაში, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად, როგორც დარჩა აპელაციის დონეზე“, - აღნიშნა ბიძინა ვანიშვილის ადვოკატმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner