„ნაციონალურ მოძრაობას" რომ გურიაში 3 % აქვს, ამით დავიწყებდი, გურულებმა ყველაზე სწორი შეფასება მისცეს",- ამის შესახებ ყოფილმა პრემიერ- მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა გურიაში, „GDS"-ის გადაცემა „შეხვედრები რეგიონალურ მედიასთან" ისაუბრა.
როგორც ივანიშვილმა აღნიშნა, გურულებს პოლიტიკაზე და პოლიტიკოსებზე ყველაზე სწორი აქცენტი აქვთ გაკეთებული.
„შიდა გამოკითხვებში, რომელსაც პარტია არ ახმაურებს, ვფიქრობ, გურულებს ყველაზე სწორი აქცენტი აქვთ გაკეთებული. „ნაციონალურ მოძრაობას" რომ გურიაში 3 % აქვს, ამით დავიწყებდი, გურულებმა ყველაზე სწორი შეფასება მისცეს. აქ მოვედი იმისთვის, რომ არა ანალიზში დავეხმარო, არამედ ერთად გავაანალიზოთ დღევანდელი პოლიტიკური მდგომარეობა. იმედი მაქვს, უფრო მეტს ვისუბრებთ პოლიტიკაზე და პოლიტიკურ პარტიებზე. კიდევ უფრო გამიადვილდება, გურიაში სწორი აქცენტები გავაკეთოთ ყველა პოლიტიკურ ძალაზე, ვისაც პრეტენზია აქვს, ქვეყნის მართვაში მოვიდეს და სწორი გზით წაიყვანოს ჩვენი სახელმწიფო",- განაცხადა ივანიშვილმა.