logo_geo
eng_logo
დავით ბაქრაძე: სამართალდამცველების საქმიანობა აქამდეც იყო და იქნება მიუკერძოებელი
- +

5 სექტემბერი. 2016. 12:27



ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე EMC-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება, რომელიც პოლიციის სისტემაში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის საკითხს ეხება.

 მისი თქმით, სამართალდამცველების საქმიანობა აქამდეც იყო და იქნება მიუკერძოებელი.



ოთხი თვის წინ იყო ინციდენტი, რომელიც ჩვენ ავიღეთ, როგორც სამაგალითო, რომ ერთი მხრივ, გაგვემკაცრებინა კანონმდებლობა და მეორე მხრივ, მსგავს ფაქტს ადგილი არ უნდა ჰქონოდა. ასევე უნდა გაგვეგრძელებინა სამართალდამცავი სტრუქტურების დატრენინგება, რომ თავიდან იქნას აცილებული მსგავსი პროვოკაციები. ჩვენი მხარდამჭერები უნდა იყვნენ მაქსიმალურად მობილიზებულები, რომ იმ გარემოში როცაქართული ოცნება" იბრძვის გამარჯვებისთვის, თავიდან იქნას აცილებული ნებისმიერი სახის პროვოკაცია", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



რაც შეეხება რამდენიმე დღის წინ ვაკეში მომხდარი მკვლელობის ფაქტს, ჟურნალისტის კითხვაზე - შესაძლოა თუ არა ეს ფაქტი იყოს პოლიტიკასთან კავშირში, ბაქრაძემ უპასუხა, რომ სამართალდამცველები ამ ყველაფერზე დააფიქსირებენ კომპეტენტურ პოზიციას და არც ერთი კითხვა პასუხგაუცემელი არ დარჩება. ზოგადად, საარჩევნო გარემოს რაც შეეხება, მინისტრი მიიჩნევს, რომ თითქმის სამი თვეა, საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს და აბსოლუტურად განსხვავებული, მშვიდი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო გარემოა.


მედიის თავისუფლების კუთხით, მედია პარტიული პლურალიზმის კუთხით აბსოლუტურად განსხვავებული გარემოა, პარტიებს აქვთ შესაძლებობა გააცნონ თავიანთ ხედვები ამომრჩეველს, ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული, ახალი უმაღლესი დემოკრატიული სტანდარტი", - განაცხადა დავით ბაქრაძემ.



ადამიანის უფლებების, წამებისა და მონიტორინგის ცენტრის(EMC) მიერ ჩატარებულ კვლევის თანახმად, ბოლო წლებში განხორციელებული რეფორმების მიუხედავად, პოლიციაში არ არის მყარი ინსტიტუციური საფუძვლები პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვისთვის და ძირითადად მისი მიღწევა ხელმძღვანელის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.





 

right_banner right_banner
არქივი
right_banner