logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე: როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზეა საუბარი და მით უმეტეს, როცა ეს საკითხი საზოგადოებისთვის სენსიტიურია, ასეთ დროს მოქალაქეებს არ მიიჩნევდე იმის ღირსად, აუხსნა გადაწყვეტილების მოტივაცია, ეს კარგად არ გამოიყურება
- +

23 ივნისი. 2023. 22:51

 

 

“ზოგადად, პოლიტიკოსების საქმიანობა ასეთია: გადაწყვეტილებები, რომლებსაც ისინი იღებენ, განაპირობებს შემდეგში მათ რეპუტაციას, საზოგადოების მხრიდან მათ მიმართ განწყობას”, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ „ქრონიკაში“ პრეზიდენტის მიერ ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

 

„რაც შეეხება თავდასხმას, ეს რასაკვირველია, უნდა გამოვრიცხოთ, რაიმე ფიზიკური ან ძალადობრივი აქტები ან ჟესტები - ეს ყველაფერი გამორიცხული უნდა იყოს. ყველაფერი შეიძლება განხორციელდეს, ოღონდ მხოლოდ კანონმდებლობის ფარგლებში, სხვაგვარად ეს წარმოუდგენელი და დაუშვებელია. რაც შეეხება პროტესტს ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მგონია, რომ თავად პრეზიდენტიც ძალიან კარგად ხვდებოდა, რომ ამას მოწონებით არ შეხვდებოდა საზოგადოების უმრავლესობა. როდესაც პრეზიდენტის გადაწყვეტილებებზეა საუბარი და მით უმეტეს, როცა ეს საკითხი საზოგადოებისთვის სენსიტიურია, ასეთ დროს მოქალაქეებს არ მიიჩნევდე იმის ღირსად, აუხსნა გადაწყვეტილების მოტივაცია, ეს კარგად არ გამოიყურება“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner