logo_geo
eng_logo
მიხეილ სარჯველაძე სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: იმდენად ცხადად, მკაფიოდ და პრინციპულად თქვა პრეზიდენტმა „არა და არასოდეს“, რომ ალბათ რამედ უნდა მიაჩნდეს საკუთარი და იმ ინსტიტუტის რეპუტაცია, რომელსაც ის წარმოადგენს
- +

23 ივნისი. 2023. 22:59

 

 

იმდენად ცხადად, მკაფიოდ და პრინციპულად თქვა პრეზიდენტმა „არა და არასოდეს“, რომ ალბათ რამედ უნდა მიაჩნდეს საკუთარი და იმ ინსტიტუტის რეპუტაცია, რომელსაც ის წარმოადგენს. იმ განცხადების შემდეგ რა შეიცვალა, ეს საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს. არაფერი შეცვლილა და არ მგონია, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებისთვის აუცილებელი წინაპირობა არსებობდეს, - ამის შესახებ „ქრონიკის“ ეთერში პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

 

„გამორიცხვით გამიჭირდება რაიმეს გამორიცხვა და პრეტენზია მქონდეს, რომ ზუსტი პროგნოზი გავაკეთო ამ თემასთან დაკავშირებით, მაგრამ რა შეიცვალა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა თქვა „არა და არასოდეს“, ეს არცერთ შემთხვევაში არ იქნება გასაგები. იმდენად ცხადად, მკაფიოდ და პრინციპულად თქვა პრეზიდენტმა, რომ ალბათ რამედ უნდა მიაჩნდეს საკუთარი და იმ ინსტიტუტის რეპუტაცია, რომელსაც ის წარმოადგენს. იმ განცხადების შემდეგ რა შეიცვალა, ეს საზოგადოებისთვის გასაგები უნდა იყოს. არაფერი შეცვლილა და არ მგონია, რომ განსხვავებული გადაწყვეტილებისთვის აუცილებელი წინაპირობა არსებობდეს. რაც შეეხება ბეჟაშვილის მოწოდებებს, რასაკვირველია, ოპოზიციას ექნება ასეთი განცხადებები, მაგრამ ჩვენ დავინახეთ სიმულაციის დიდი ეპოპეა, რომელმაც ისე ჩაიარა, ვითომც არაფერი. პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი საკუთარ ვალდებულებად მაინც მიიჩნევდა, რომ მორალური პასუხისმგებლობა მაინც აეღო, მაგრამ ეს არ აქვს ამ ხალხს. მათ მოთხოვნებში რაიმე კანონზომიერება, ლოგიკა, სამართალი არ არსებობს, უბრალოდ სპორტული აზარტით მიჰყვებიან დინებას და სადამდეც გაუვათ, ამას ეცდებიან, თუმცა მე ვთვლი, რომ სააკაშვილის შეწყალების შესაძლებლობა ობიექტურად არ არსებობს“, - განაცხადა სარჯველაძემ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner