logo_geo
eng_logo
კვარაცხელიას გოლი სერია A-ში საუკეთესოდ აღიარეს - „ნაპოლის“ თავდამსხმელი გულშემატკივრებმა გამოარჩიეს
- +

23 ივნისი. 2023. 23:59

 

 

იტალიის ჩემპიონატის გასულ სეზონში საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ თავდამსხმელის, ხვიჩა კვარაცხელიას გოლი საუკეთესოდ აღიარეს. ინფორმაციას სერია A-ს პრესსამსახური ოფიციალურ ვებგვერდზე აქვეყნებს.

 

„გულშემატკივრების შეფასებით, „ატალანტასთან“ მატჩში კვარაცხელიას გატანილი გოლი სეზონში საუკეთესოა, მან გულშემატკივრების გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა მიიღო. შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ კვარაცხელიამ შეტევა ძლიერი დარტყმით დაასრულა“, – ვკითხულობთ სერია A-ს ოფიციალურ ვებგვერდზე.

 

11 მარტს, ბერგამოს „ატალანტასთან“ 26-ე ტურის მატჩის მე-60 წუთზე, კვარაცხელია ბერგამოელთა შვიდ მცველს ეფექტურად გასცდა და ზუსტად დაარტყა. მატჩი კი „ნაპოლის“ სასარგებლოდ 2:0 დასრულდა.

 

ჯამში, 2022/23 წლების სეზონში, ყველა ტურნირზე, კვარაცხელიამ „ნაპოლის“ შემადგენლობაში 43 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა, 17 საგოლე გადაცემა გააკეთა და ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

 

ლუჩანო სპალეტის ხელმძღვანელობით „ნაპოლი“ 33 წლის შემდეგ პირველად გახდა იტალიის ჩემპიონი. ჩემპიონთა ლიგაზე ნეაპოლელებმა გამოსვლა 1/4 ფინალურ ეტაპზე დაასრულეს. კვარაცხელია ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ დაასახელეს.

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner