logo_geo
eng_logo
კრემლში აცხადებენ, რომ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ
- +

24 ივნისი. 2023. 00:41

 

 

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა,დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი ინფორმირებულია „ვაგნერის“ დაჯგუფების ირგვლივ შექმნილი ვითარების შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.

 

„პრეზიდენტი პუტინი ინფორმირებულია პრიგოჟინის ირგვლივ ყველა მოვლენის შესახებ. საჭირო ზომები მიიღება“, - განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

 

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა.

 

პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner