logo_geo
eng_logo
გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო
- +

5 სექტემბერი. 2016. 12:27



საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს  „ზვართნოცის" საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დახვდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.


დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.




 

right_banner right_banner
არქივი
right_banner