საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალური ვიზიტი სომხეთის რესპუბლიკაში დაიწყო. გიორგი კვირიკაშვილს „ზვართნოცის" საერთაშორისო აეროპორტში სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ჰოვიკ აბრაჰამიანი დახვდა. გაიმართა დახვედრის ოფიციალური ცერემონია, შესრულდა ორი ქვეყნის სახელმწიფო ჰიმნი.
დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანთან და პრემიერ-მინისტრ ჰოვიკ აბრაჰამიანთან.