logo_geo
eng_logo
მოსკოვში, ვორონეჟისა და მოსკოვის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა
- +

24 ივნისი. 2023. 10:52

 

 

რუსეთის დედაქალაქში, ასევე, მოსკოვისა და ვორონეჟის ოლქებში კონტრტერორისტული რეჟიმი გამოცხადდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის ეროვნული ანტიტერორისტული კომიტეტი ავრცელებს.

 

რუსეთის სახელმწიფო მედიის ცნობით, უახლოეს დროში იგეგმება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიმართვა.

 

ვორონეჟისა და როსტოვის ოლქების გუბერნატორების განცხადებით, რეგიონებში მასობრივი ღონისძიებები გაუქმდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ავტომაგისტრალზე საცობებია შექმნილი. გუბერნატორები მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner