ავტორი სოფო ხუგოიანი
უნდა განისაზღვროს თუ არა კონსტიტუციით, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთობა?! ამ კითხვით „რეპორტიორმა" მიმართა საზოგადოებას. მოქალაქე ლევან კობაურის თქმით, სირცხვილია, რომ ეს თემა საერთოდ განიხილება და რომ საერთოდ დამტკიცდეს კატასტროფა იქნება.
„შეუძლებელია, რომ საქართველოში, ქრისტიანულ ქვეყანაში კაცს და კაცს შეეძლოს ოჯახის შექმნა, ან ქალს და ქალს. ოჯახი უნდა შედგებოდეს ქალისა და მამაკაცისგან, ყავდეთ შვილები და იცხოვრონ ბედნიერად. დიდი სირცხვილია, რომ საერთოდ ეს თემა განიხილება და ეს რომ საერთოდ დამტკიცდეს, კატასტროფა იქნება", - ამბობს ლევან კობაური.