logo_geo
eng_logo
შსს: „დარიალზე“ მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არ ფიქსირდება
- +

24 ივნისი. 2023. 15:13

 

 

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სასაზღვრო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ სიტუაცია სრულად კონტროლდება, ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის, – ამის შესახებ აღნიშნულია შსს-ს განცხადებაში.

 

„მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია სასაზღვრო სამიგრაციო კონტროლის სამსახურ „დარიალზე“ არსებული მდგომარეობის შესახებ. 24 ივნისის მდგომარეობით, სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მუშაობა მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში.

 

ამ დროის მონაცემებით, მგზავრთა და ავტომობილთა ნაკადების ზრდა არცერთი მიმართულებით არ ფიქსირდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების მხრიდან სიტუაცია სრულად კონტროლდება, მიმდინარეობს არსებული მდგომარეობის ანალიზი და ამ ეტაპზე საზღვრის დაკეტვის ან სხვა ღონისძიებების გატარების საჭიროება არ არის“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner