logo_geo
eng_logo
დავით ქართველიშვილი: „ფრანკლინის კლუბის“ გარეგნული „რომანტიკული“ ატმოსფეროს მიღმა იმალება რეალური საფრთხე - სტუდენტებს ამზადებენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ დესტრუქციულ აქციაში ან გადაიქცნენ „ფერადი რევოლუციების“ ჭანჭიკებად
- +

24 ივნისი. 2023. 10:39

 

 

„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ფრანკლინის კლუბის“ შესახებ მორიგ მიმოხილვას ავრცელებს.

 

როგორც დავით ქართველიშვილი წერს, „ფრანკლინის კლუბის“ გარეგნული „რომანტიკული“ ატმოსფეროს მიღმა იმალება რეალური საფრთხე, რადგან იქ სტუდენტებს ამზადებენ იმისთვის, რომ მონაწილეობა მიიღონ დესტრუქციულ აქციაში, ან გადაიქცნენ ე.წ. „ფერადი რევოლუციების“ ჭანჭიკებად:

 

„პირველი, რაც ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს, არის „ფრანკლინის კლუბის“ გარშემო გაერთიანებული ორგანიზაციის მასშტაბები (2500-მდე კურსდამთავრებული და ყოველთვიურად 400-მდე მსურველი - კურსის ხანგრძლივობა 1-1,5 თვე). აღნიშნული პოპულარობა გამოწვეულია მათ შორის სასწავლო ადგილზე არსებული თავისუფალი გარემოთი და ე.წ. ლიბერალურ ღირებულებებით ახალგაზრდობასთან სიახლოვით (ადგილზე იღებენ სახალისო ვიდეოებს, პუფებზე ჩამომჯდარი მსმენელები საუბრობენ პიროვნულ თავისუფლებაზე და ა.შ.).

 

მაგრამ, ამ გარეგნული „რომანტიკული“ ატმოსფეროს მიღმა იმალება რეალური საფრთხე, რადგან იქ სტუდენტებს არავინ ეუბნება, რომ მათ მონაწილეობა უნდა მიიღონ დესტრუქციულ აქციაში, ან გადაიქცნენ ე.წ. „ ფერადი რევოლუციების“ ჭანჭიკებად, ან რომ ხელისუფლება - ცუდია და არჩევნებზე ხმა უნდა მისცენ სხვას. არა, კლუბში სტუდენტებს ესაუბრებიან მხოლოდ დასავლეთის პრივილეგირებულ მდგომარეობაზე, ხდება ქართული სახელისუფლებო ეროვნული პროცესების გატარება „რუსეთის პრიზმაში“, რომლის (პარალელურად) სრული დემონიზაცია ხდება.

 

ქვეყანაში მიმდინარე (ან მოსალოდნელ) ბევრ მოვლენას (ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, კანონშემოქმედებითი საქმიანობა, საგარეო ვაჭრობა და ა.შ.) ატარებენ მხოლოდ „რუსულ ნეგატიურ“ ფილტრში, თუკი ამ პროცესებს დასავლეთის ჩარევისა თუ კარნახის გარეშე აქვს ადგილი. შედეგად ვიღებთ ამ ხედვებით დაზომბირებულ სტუდენტს, რომელიც იზიარებს საქართველოსა და კაცობრიობის განვითარების მხოლოდ ერთ - „დასავლურ“ ხედვებს.

 

სტუდენტებს აქტიურად აცნობენ ე.წ. „სამოქალაქო აქტივიზმის“ მოდულს, რომელშიც დეტალურად აღწერენ თუ სად და რომელი დიქტატორული რეჟიმი დაამხეს ე.წ. ფერადი რევოლუციით, რა ტექნოლოგიებსა და საშუალებებს იყენებდნენ მაგ დროს აქციის მონაწილეები. ამ ტრენინგებით ვიღებთ სტუდენტს, რომელმაც იცის, როგორ უნდა მოიქცეს დამოუკიდებლად „საჭირო“ დროსა და ადგილას.

 

ორგანიზაციას კარგად აქვს გამართული კომუნიკაციის საშუალებებიც და შეიძლება ითქვას, რომ ის პრაქტიკულად არ კარგავს კონტაქტს საკუთარ კურსდამთავრებულებთან, კერძოდ: სწავლების პერიოდში აწყობენ ე.წ. ბანაკებს, სადაც აქტიურად განიხილავენ მიმდინარე მოვლენებს, საკუთარი თავისუფალი გარემოს მეშვეობით ხელს უწყობს მსმენელების დაახლოებას (თითო ნაკადი შედგება 200 პირისაგან).

 

აღნიშნული ნაკადები არიან „ფრანკლინის კლუბის“ სოციალური გვერდების აქტიური მომხმარებლები და როდესაც კლუბს სურს რაიმე პოზიციის დაფიქსირება, ის არ შლის მას თავის სტუდენტებში, არამედ უბრალოდ აფიქსირებს ამ პოზიციას საჯაროდ, საკუთარ სოციალურ გვერდებზე, რასაც უკვე ხედავენ ეს კურსდამთავრებულთა ნაკადები და შემდგომ უკვე ხდება მისი გავრცელება ერთმანეთში.

 

ანალოგიური სქემა გამოიყენეს „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ კანონპროექტთან დაკავშირებით, რადგან მათ თავისი სტუდენტებისთვის პირდაპირ არ დაუვალებიათ აქციაზე მისვლა, უბრალოდ მოამზადეს შესაბამისი შინაარსის ვიდეორგოლები და დაიწყეს საინფორმაციო აგიტაცია (რადგან კურსდამთავრებულები უკვე იზიარებდნენ საკუთარი ლიდერების პოზიციას, დანარჩენი მათ გააკეთეს უკვე დამოუკიდებლად).

 

როდესაც გვესმის საზოგადოების უკმაყოფილება, „ფრანკლინის კლუბის“ მიმართ ხელისუფლების მხრიდან სამართლებრივი „პასიურობის“ თაობაზე, ამ ეტაპისთვის უნდა გავაცნობიეროთ, რომ ორგანიზაციის საქმიანობის ინკრიმინირება პრაქტიკულად შეუძლებელია: აქ პირდაპირ არ იშლება უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებიდან მიღებული დავალება, უბრალოდ ხდება ახალგაზრდული ბირთვის „ზოგადი“ დამუშავება (სხვა ქვეყნებში განვითარებული მოვლენების მაგალითზე) მათში კონკრეტული „მგრძნობიარე“  შეხების წერტილების შექმნის მიზნით.

 

შემდგომ კი აშშ-ის კონტროლირებადი ძალები და საშუალებები მუშაობენ ამ „მგრძნობიარე“ წერტილების „საბრძოლო“ მდგომარეობაში მოსაყვანი გარემოს მოდელირება/შესაქმნელად (მაგ. „რუსული კანონი“) და კლუბის მიერ მომზადებული კონტინგენტი მოქმედებს უკვე დამოუკიდებლად, ზემოთ აღწერილი სქემის მიხედვით. არანაირ ეჭვებს აღარ ბადებს, რომ აშშ-ს „უცხოური გავლენის“ შესახებ კანონპროექტის მიღების საშიშროებამ უბიძგა მოვლენების ფორსირება და ამ გზით საკუთარი ძალის დემონსტრირება, რადგან ხსენებული კანონპროექტი პრაქტიკულად გაანადგურებდა წლების განმავლობაში მათ მიერ ნაშენებ, აგენტოკრატიული ზეგავლენის მოხდენის ინსტრუმენტებს“, - წერს დავით ქართველიშვილი.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner