„არ ასვენებთ გამჩენი ამ დედააფეთქებულებს. გამომივიდა ესეც ჟუკოვი და ფრონტების გაშლის ტაქტიკა შეიმუშავა. როგორ უნდათ რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ქართველების სისხლი, თორე თვითონ წითელ ხიდზე გზა გაკვალული აქვთ“, - წერს ექსპერტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის, ლევან ბეჟაშვილის ფეისბუქსტატუსის შესახებ, სადაც ბეჟაშვილი აცხადებს, რომ „საქართველო წაგებულის მხარეს აღმოჩნდა, დასუსტებული და დეზორიენტირებული“.
„არ ასვენებთ გამჩენი ამ დედააფეთქებულებს. გამომივიდა ესეც ჟუკოვი და ფრონტების გაშლის ტაქტიკა შეიმუშავა. როგორ უნდათ, რომ საქართველოში სისხლი დაიღვაროს. ქართველების სისხლი, თორე თვითონ წითელ ხიდზე გზა გაკვალული აქვთ. რა წაგებული, ან მოგებული მხარე? პრიგოჟინია მოგებული? არ მოგიმატებთ არც „ზვანიას“ და არც ჯამაგირს. ეგ კი არა და იმასაც დაკარგავთ, რაც ახლა გაქვთ. ესიზმრებათ დასუსტებული და დეზორიენტირებული საქართველო. აღარ არის სუსტი. სუსტი მაშინ იყო, ეს ვირისთავები რომ იყვნენ ხელისუფლებაში. ფუი რა!!!“ - წერს გია გაბრიჭიძე სოციალურ ქსელში.