logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე: ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ში თითქმის ყველა პარტიის მხარდაჭერა გვაქვს
- +

5 სექტემბერი. 2016. 12:32



საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ ჯანელიძის განცხადებით, საქართველოს ვიზა-ლიბერალიზაციასთან დაკავშირებით LIBE-ში თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხარდაჭერა აქვს.


 

„LIBE- კომიტეტში ჩვენი საკითხის განხილვა ჯერ კიდევ ივლისში გაიმართა, სადაც ძალიან პოზიტიური შეფასება იყო დაფიქსირებული ჩვენი ქვეყნის მიმართ, ყველა გატარებული რეფორმის მიმართ. ასევე იმ ნაბიჯების მიმართ, რომელიც გადაიდგა მას შემდეგ, რაც რეპორტი მომზადდა საქართველოსთან მიმართებაში. ჩვენ გვაქვს პოლიტიკური მხარდაჭერა თითქმის ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან, ამიტომ ველოდებით, რომ ეს პროცესი გაგრძელდება წარმატებით და საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ უფლებას, ვიზიტით გაემგზავრონ ევროპაში ტურისტული ან ბიზნესის მიზნებისთვის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 


მისი თქმით, ბოლო პერიოდში მას ჰქონდა შეხვედრები ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან და ყველა შეხვედრაზე დაფიქსირდა ერთსულოვნება იმის შესახებ, რომ საქართველომ ვიზა-ლიბერალიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა მიიღოს.



ახლა მიმდინარეობს პროცედურები და დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი წარმატებით დასრულდება", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.

 

 



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner