logo_geo
eng_logo
ვლადიმერ ბოჟაძე გიორგი უდესიანს: რატომ დაკარგეთ 150-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და ახალგორი? რატომ დააბრალეთ ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციით ქართულ ჯარს ომის დაწყება? რატომ გადაუფორმეთ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები?
- +

0 . 0000. 00:00

 

 

„2008 წელს არ იყო გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი დრო? 5 დღეში კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე რომ მოაწერა ხელი ჰალსტუხიჭამიამ? რატომ მიატოვეთ ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჩვენი გმირი ჯარისკაცები?“ - ასე ეხმიანება თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ყოფილი მოადგილის, გიორგი უდესიანის ფეისბუქ-სტატუსს, სადაც უდესიანი აცხადებს, „ძმებო, საქართველოს პატრიოტებო, იყავით მზად ბრძოლისთვის, უნდა დავიბრუნოთ, რაც დავკარგეთ ომით, ან ახლა, ან არასდროს, ძააან ახლოსაა საქართველოს გაერთიანება!“

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინას და საქართველოს გაუჩნდება შანსი ტერიტორიების დაბრუნების, მაგრამ ჩვენ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გავაკეთოთ.

 

მისივე თქმით, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველების სისხლი საკმარისზე მეტი დაღვარა თავად და როგორი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს ერთად ვნახეთ.

 

„2008 წელს არ იყო გეოპოლიტიკურად ხელსაყრელი დრო? 5 დღეში კაპიტულანტურ ხელშეკრულებაზე რომ მოაწერა ხელი ჰალსტუხიჭამიამ? რატომ მიატოვეთ ცოცხალი, დაჭრილი და გარდაცვლილი ჩვენი გმირი ჯარისკაცები? რატომ არ უთხარით, როგორ უნდა მოქცეულიყო მშვიდობიანი მოსახლეობა და რატომ შეატოვეთ მტერს? რატომ დაკარგეთ 150-ზე მეტი სოფელი, კოდორის ხეობა და ახალგორი? რატომ დააბრალეთ ევროსაბჭოს 1633-ე რეზოლუციით ქართულ ჯარს ომის დაწყება? რატომ გადაუფორმეთ რუსეთს სტრატეგიული ობიექტები? რატომ არ დაუწესეთ ორმხრივი სანქციები რუსეთს და არ მოუწოდეთ დასავლეთს სანქციების დაწესება?

 

დღეს მთელი მსოფლიო ყურადღებით აკვირდება იმას, რაც რუსეთში ხდება, რაც უფრო დიდხანს გაგრძელდება ეს პროცესი, მით უფრო დასუსტდება რუსეთი, უკრაინას და საქართველოს გაუჩნდება შანსი ტერიტორიების დაბრუნების, მაგრამ ჩვენ ეს მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა გავაკეთოთ, ჩვენი დასავლელი მეგობრების დახმარებით, დიახ, მხოლოდ მშვიდობით და განვითარებით. ახლა საქართველოსთვის კიდევ უფრო მეტად გამწვავებული უსაფრთხოების მდგომარეობის ფონზე გვმართებს გონივრული და არა ემოციური გადაწყვეტილებების მიღება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ქართველების სისხლი საკმარისზე მეტი დაღვარა თავად და როგორი წინააღმდეგობა გაუწია რუსეთს, ერთად ვნახეთ!“ - წერს ბოჟაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner