logo_geo
eng_logo
გოგა ხაინდრავა: ვის ქომაგობთ, თქვე ბოროტების მოციქულებო ფარისევლებო?! პრიგოჟინს! ჯალათს?!
- +

24 ივნისი. 2023. 17:31

 

 

კინორეჟისორი გოგა ხაინდრავა „ტვიტერზე“ ეხმაურება „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას ფეისბუქ-სტატუსს, რომლის თანახმად გვარამია წერს, რომ მას ციხიდან გათავისუფლება ყველაზე ორიგინალურად რუსული სამხედრო დაჯგუფების „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა ევგენი პრიგოჟინმა მიულოცა.

 

გოგა ხაინდრავა ამბობს, რომ პრიგოჟინი მარიუპოლის, ბახმუტის, სოლედარის დამანგრეველი და მკვლელია.

 

„პრიგოჟინის მილოცვა! Go Go Zhenia - გვარამია პრიგოჟინს! ვის ქომაგობთ, თქვე ბოროტების მოციქულებო, ფარისევლებო! პრიგოჟინს?! ჯალათს?! მარიუპოლის, ბახმუტის და სოლედარის დამანგრეველს, ათიათასობით უკრაინელის მესაფლავეს და მკვლელს?! პრიგოჟინი თქვენ და თქვენ პატრონებს!“ - წერს გოგა ხაინდრავა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner