logo_geo
eng_logo
ედიშერ გვენეტაძე „ნაცმოძრაობაზე“: რომ შეიძლებოდეს, ერმოლოვსაც კი გააცოცხლებენ და მას შემოუძღვებიან, არ აქვთ გამოცდილება თუ?! მძღოლებად არ ეჯდნენ 2008-ში მათი გუბერნატორები რუს გენერლებს?
- +

24 ივნისი. 2023. 17:36

 

 

„სისხლის სუნი ეცათ ამ სისხლის სუნით აყროლებულებ-გაჟღენთილებს! ამათთვის სულერთია! ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და აკვნის ბავშვებსაც თვალის დაუხამხამებლად დახოცავენ“, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე რუსეთში მიმდინარე არეულობის ფონზე „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

 

გვენეტაძის თქმით, რადიკალები მზად არიან, ხელისუფლებაში დასაბრუნებლად ყველანაირ ხერხს მიმართონ.

 

„სისხლის სუნი ეცათ ამ სისხლის სუნით აყროლებულებ-გაჟღენთილებს! ამათთვის სულერთია! ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და აკვნის ბავშვებსაც თვალის დაუხამხამებლად დახოცავენ და ამოწვავენ თემურლენგივით! არ წვავდნენ თუ ქართველ პოლიციელებს 7-8 მარტს?! ოღონდ ხელისუფლებაში დაბრუნდნენ და რა „ვაგნერი“, რის „ვაგნერ“- პრიგოჟინთან შეკვრა, რომ შეიძლებოდეს, ერმოლოვსაც კი გააცოცხლებენ და მას შემოუძღვებიან! არ აქვთ გამოცდილება თუ?! „შესტიორკებად“ არ იყვნენ ქცეული და მძღოლებად არ ეჯდნენ 2008-ში მათი გუბერნატორები რუს გენერლებს! არც კი გაბედოთ ხელის გატოკება! თქვენ საქართველოს დედიან-ბუდიანად მტრებო!“ - წერს ედიშერ გვენეტაძე ფეისბუქზე.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner