საზოგადოებრივი მოძრაობის „საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი ვატო შაქარიშვილი რუსეთში მიმდინარე მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს, რომ „ვაგნერის“ ხელმძღვანელის პრიგოჟინის მხარდაჭერა ადასტურებს, რომ მთელი ეს პერიოდი უდიდესი ფარისევლობა იყო მათი მხრიდან უკრაინელი ხალხის გულშემატკივრობა, მოკლულ ბავშვებზე, ბუჩასა თუ მარიუპოლზე დარდებიც…
„ნაც-ლიბერალების აღტკინება და პრიგოჟინის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მთელი ეს პერიოდი უდიდესი ფარისევლობა იყო მათი მხრიდან უკრაინელი ხალხის გულშემატკივრობა, მოკლულ ბავშვებზე, ბუჩასა თუ მარიუპოლზე დარდებიც… მიმდინარე პროცესებში ხავსი დაინახეს, ხავსი და პირზე სისხლი მოადგათ, იქნებ ახლა მაინც შეძლონ ქვეყნის არევა და ძალაუფლების დაბრუნება! ვერ ეღირსებით ამ ქვეყნის არევას გინდა პუტინი დაიყენეთ წინ და გინდა პრიგოჟინი!!! ქვეყნის არევაზე ხელი არ წაგიცდეთ!!!“, - წერს შაქარიშვილი.