logo_geo
eng_logo
BBC: ევგენი პრიგოჟინი როსტოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილესა და სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეს შეხვდა
- +

24 ივნისი. 2023. 19:29

 

 

ევგენი პრიგოჟინი ქალაქ როსტოვში რუსეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს, იუნუს-ბეკ ევკუროვს და სამხედრო დაზვერვის სამსახურის უფროსის მოადგილეს, ვლადიმერ ალექსეევს შეხვდა. ამის შესახებ BBC წერს.

 

ტელეარხმა ევკუროვის ვინაობის მაღალი ხარისხით დადასტურებისთვის, სახის ბიომეტრიული შედარების ინსტრუმენტები გამოიყენა. გავრცელებული ინფორმაციით, შეხვედრა რუსეთის სამხრეთ სამხედრო ოლქის შტაბ-ბინაში, ქალაქ როსტოვში გაიმართა.

 

შეიარაღებული ფორმირება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. პრიგოჟინის თქმით, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ მოატყუა „ვაგნერის“ დაჯგუფება და პირობა დადო, რომ უპასუხებს ამ სისასტიკეს. ის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსა და გენშტაბის უფროსის, ვალერი გერასიმოვის გადაყენებას ითხოვს.

 

რუსეთის თავდაცვის უწყებაში უარყვეს პრიგოჟინის განცხადება და აღნიშნეს, რომ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება რეალობას და წარმოადგენს საინფორმაციო პროვოკაციას. რუსეთის უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა „ვაგნერის“ დაჯგუფების ხელმძღვანელის, ევგენი პრიგოჟინის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრა ამბოხისკენ მოწოდების მუხლით. ვლადიმირ პუტინმა პრიგოჟინის ქმედებებს ღალატი უწოდა და ამბოხის ორგანიზატორების ნეიტრალიზების ბრძანება გასცა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner