logo_geo
eng_logo
ლევან ნიკოლეიშვილი: მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ მშვიდობას, სტაბილურობასა და ჩვენს ძმებთან თანასწორუფლებიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია
- +

24 ივნისი. 2023. 20:23

 

 

მთელი მსოფლიო, მათ შორის ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა NATO და ევროკავშირი, მთელი ყურადღებით აკვირდებიან, თუ როგორ განვითარდება მოვლენები და რა შედეგები შეიძლება მიიღოს ყოველივე ამან, - ამის შესახებ ექსპერტმა, ლევან ნიკოლეიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

 

შეიძლება ითქვას, რომ ამ ფონზე, ჩვენ აბსოლუტურად სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ - სამშვიდობო პოლიტიკა უალტერნატივოა ასეთ სიტუაციაში. ოპოზიციის განცხადებები იმაზე, რომ ახლა არის დრო და ყველაფერი ჩვენს ხელშია, ცოტა არ იყოს, პოპულისტურზე მეტია. ავანტიურაც არის და უშუალოდ თავიანთი პოლიტიკის გატარების მცდელობა, რაც ემსახურება ვიწრო პარტიულ ინტერესებსა და ზედაპირულ გათვლებს. მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს, რომ მშვიდობას, სტაბილურობასა და ჩვენს ძმებთან თანასწორუფლებიან თანაცხოვრებას ალტერნატივა არ გააჩნია, - განაცხადა ნიკოლეიშვილმა.

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner